გალაქტიკა
გალაქტიკა — ვარსკვლავების, ვარსკვლავთშორისი არის, მტვრისა და უჩინარი მატერიების დიდი სისტემა, რომელიც გრავიტაციული ზემოქმედებით უკავშირდება ერთმანეთს. ჩვეულებრივ გალაქტიკაში შედის 10 მილიონიდან (107) რამდენიმე ტრილიონამდე (1012) ვარსკვლავი. გალაქტიკების დიდი ნაწილი შედგება პატარა ვარსკვლავური სისტემებისგან. როგორც წესი, გალაქტიკის დიამეტრი ათი ათასიდან ასი ათას სინათლის წლამდე მერყეობს. გალაქტიკის მასის დაახლოებით 90% უცნობ შავ მატერიაზე მოდის, ეს კომპონენტი ჯერ-ჯერობით შეუსწავლელია. არსებობს თვალსაზრისი, რომ გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელი მდებარეობს. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სამყაროში 100 მილიარდი გალაქტიკაა. არსებობს სამი სახის გალაქტიკა: ელიფსური, სპირალური და არასწორი გალაქტიკა ძალიან ცოტაა განცალკევებული გალაქტიკების რაოდენობა. გალაქტიკები ხშირად ერთად ჯგუფდებიან. ზოგიერთი ჯგუფი ორმოცდაათამდე გალაქტიკისაგან შედგება. არსებობს უფრო დიდი ზომის „ოჯახი“, რომელიც რამდენიმე ათას გალაქტიკას მოიცავს. დროთა განმავლობაში ისინი ერთმანეთში ირევიან და წარმოქმნიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტრუქტურას კოსმოსში, რომლის შუაგულშიც მდებარეობს მათ შორის ყველაზე დიდი ელიფსური გალაქტიკა.ირმის ნახტომი (ჩვენი გალაქტიკა), დისკოსებრი სპირალურ გალაქტიკაა, მისი დიამეტრია 30 კილოპარსეკი (ანუ 100 000 სინათლის წელი), სისქე კი 3000 სინათლის წელი. მასში შედის დაახლოებით 200-დან 400 მილიარდამდევარსკვლავი, ხოლო მისი მასა შეადგენს მზის მასას 3×1012-ს.
სამყარო
სამყარო — ყოველივე არსებულის ერთობლიობა. უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების მიხედვით სამყაროს ასაკი შეადგენს 13,7±0,2 მილიარდ წელს.
ტერმინის „სამყარო“ მნიშვნელობა იმ კონტექსტზეა დამოკიდებული, რომელშიც ის გამოიყენება. მატერიალისტურ ფილოსოფიაში სამყარო განისაზღვრება როგორც ერთობლიობა ყველა არსებული მატერიალური ნაწილაკისა და სივრცის, რომელშიც მათ შორის ურთიერთქმედება ხდება. კოსმოლოგიაში სამყარო გაიგივებულია სასრულ ან უსასრულო დრო-სივრცულ კონტინუუმთან, რომელშიც მთელი მატერია და ენერგია არსებობს.
პლანეტები
პლანეტა არის ვარსკვლავის ირგვლივ სტაბილურ ორბიტაზე მოძრავი სხეული, რომელიც საკმაოდ მასიურია იმისათვის, რომ საკუთარიგრავიტაციის გავლენით მრგვალი ფორმა ქონდეს, მაგრამ არ არის იმდენად დიდი, რომ მის გულში ბირთვული რეაქცია დაიწყოს. ისტორიული კონსენსუსის თანახმად საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ჩვენს მზის სისტემაშიმოიაზრებს რვა პლანეტას[1]
მზე
მზე — მზის სისტემის უდიდესი და ერთადერთი ვარსკვლავი. მზის ირგვლივ ბრუნავენ მზის სისტემის სხვა ობიექტები - პლანეტები და მათი თანამგზავრები, ჯუჯა პლანეტები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები,მეტეორიტები, კომეტები და კოსმოსური მტვერი. მზის მასა არის მზის სისტემის მასის 99,8 %. მზის გამოსხივების მეშვეობით დედამიწაზე არსებობს სიცოცხლე (ფოტონები საჭიროა ფოტოსინთეზის საწყისი ეეტაპისთვის). მზე შედგება წყალბადისგან (მასის 73 % და მოცულობის 92 %), ჰელიუმისგან (მასის 25 % და მოცულობის 7 % [4]) და სხვა ელემნტებისგან - რკინისგან, ნიკელისგან, აზოტისგან, გოგირდისგან, ჟანგბადისგან, აზოტისგან,მაგნიუმისგან, ნეონისგან, კალციუმისგან და ქრომისგან.[5]. სპექტრალური კლასიფიკაციით მზე მიეკუთვნება G2V ტიპს («ყვითელი ჯუჯა»). მზის ტემპერატურა შეადგენს 5505 °C (5778°K) მზის ლაქების ტემპერატურა 4000 °C -ია, სპექტრის ანალიზის და თეორიული გამოთვლების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მის ცენტრში ტემპერატურა დაახლოებით 15 700 000 °C -ია. ამის გამო მზე თეთრად ანათებს, მაგრამ დედამიწის ატმოსფეროს მიერ სპექტრის მოკლე ტალღების შთანთქვის გამო დედამიწის სიახლოვეს მზის სხივი მოყვითალოიერს იღებს.
მერკური
მერკურის ზედაპირი ძალიან კრატერიანია და გარეგნობით დედამიწის მთვარეს ძალიან ჰგავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მერკური მილიარდობით წლების განმავლობაში გეოლოგიურად არააქტიური იყო. რადგანაც მერკურის თითქმის არ აქვს ატმოსფერო, რომ სითბო შეინარჩუნოს, მისი ზედაპირი ექსტრემალურ ტემპერატურულ ცვლილებებს იტანს - ღამით -173.15ºC და დღისით 426.85ºC. მერკურის ღერძი ყველა პლანეტის ღერძზე დახრილია, მაგრამ მისი ორბიტალური ექსცენტრისიტეტი უდიდესია. პლანეტაზე სეზონის ცვალებადობა უფრო დამოკიდებულია მისი მზიდან დაშორებაზე, ვიდრე პლანეტის ღერძის დახრილობაზე, რომელიც დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე სეზონის ცვალებადობის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. როდესაც მერკური პერიჰელიუმში იმყოფება, ის მზისგან 2-ჯერ მეტ სითბოს იღებს, ვიდრეაფელიუმში ყოფნისას. რადგანაც პლანეტის სეზონები დამოკიდებულია ორბიტალურ ექსცენტისიტეტზე და არა ღერძული დახრილობაზე, სეზონები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან არც ერთ ნახევარსფეროზე, ანუ პლანეტის ყველა წერტილში ერთი სეზონია.
ვენერა
ვენერა (ძვ. ქართული სახელწოდება ასპიროზი[5], მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) — მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეულიერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია", თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული", რომელიც მომდინარეობს "სითერეა"-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტეს ალტერნატიული სახელი.ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად , ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც”” და ”ცისკრის ვარსკვლავსაც””, რადგან მისი დანახვა ხან დაისის შემდეგ შეიძლება, ხან განთიადის წინ. იგი იმდენად ნათელი და კაშკაშაა, ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო, ”მფრინავი თეფში”) ჰგონიათ. ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს. ზედაპირზე ტემპერატურა 470C-ს აღწევს. მასზე ნაკლებადაა კოსმოსური სხეულის ნაკვალევი - კრატერები, რადგან კოსმოსური სხეულები უმეტესწილად ვენერას ატმოსფეროში შეჭრისთანახე იწვის მისი დიდი სიმკვრივის გამო. ზედაპირი დაფარულია ”ბებერი”ვულკანებითა და ლავით.
დედამიწა
დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2011 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
მეცნიერთა აზრით, ატმოსფერო წარმოიშვა მანტიიდან გამოთავისუფლებული აირებისაგან. თავდაპირველად დედამიწის ატმოსფერო შეიცავდა წყლის ორთქლს, მეთანს, ამიაკს, აზოტს და სხვა. დედამიწის ზედაპირი მთვარის ამჟამინდელ ზედაპირს ჰგავდა, ახასიათებდა დიდი არეკვლისუნარიანობა, ამიტომ საშუალო ტემპერატურა არ აღემატებოდა 5° C-ს. თავისუფალი ჟანგბადის მნიშვნელოვანი ნაწილი გაჩნდა 2,2 მილიარდი წლის წინათ. ამჟამინდელ რაოდენობას მიაღწია 600 მილიონი წლის წინ. ამ პერიოდშივე გაჩნდა ოზონის წრე.
დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარსფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.
XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.
მარსი
მარსი (ძვ. ქართული სახელწოდება მარიხი[4]) — მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის მქონე სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც ანტიკური ღმერთი მარსის შუბისა და ფარის სიმბოლოა.ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს , ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4-მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან.
იუპიტერი
იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე (მზის, მთვარისა და ვენერის შემდეგ), თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრე მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს. ის იმდენად მასიურია, რომ მისი ბარიცენტრი მზესთან მიმართებაში ფაქტობრივად მზის ზედაპირის გარეთ მდებარეობს (1.068 მზიური რადია მზის ცენტრიდან). ის 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო მოცულობა 1321-ჯერ აღემატება. ბუნებრივად, იუპიტერის გრავიტაციული ზეგავლენა დომინირებს მზის სისტემის ევოლუციაზე: პლანეტათა უმრავლესობის ორბიტები უფრო ახლოსაა იუპიტერის ორბიტალურ სიბრტყესთან ვინემ მზის ეკვატორიალურ სიბრტყესთან. ასევე მცირე პერიოდის კომეტათა უმრავლესობა იუპიტერის ოჯახს ეკუთვნის (შედეგი იუპიტერის მასისა და ფარდობითი სიჩქარისა) და მასვე აკავშირებენ შიდა მზის სისტემის ისტორიის გვიანდელ მძიმე ბომბარდირებასთან. ზოგიერთი მკვლევარის თქმით იუპიტერის მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო. მისი 63 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია განიმედი.
სატურნი
სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია -. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ , ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.
ურანი
ურანი (ლათ. Uranus) — მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა მზიდან დაშორების მიხედვით. ეს გაზის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მას ბერძნული ცისა და სხვა ღმერთთა შემქმნელი ღვთაების ურანის სახელი ჰქვია. მისი ასტონომიული და ასტროლოგიური სიმბოლოა ♅. თავისი დიდი გრავიტაციული ველის გამო მას 27 თანამგზავრი ჰყავს. ეკუთვნის გიგანტი პლანეტების ჯგუფს. აღმოაჩინა უ. ჰერშელმა 1781 წლiს 13 მარტს.
ირმის ნახტომი
ირმის ნახტომი, ასევე ცნობილი როგორც რძიანი გზა, ხარის ნავალი, იერუსალიმის გზა, დათვისფეხა, ცის-იკანკლედი, დევის ნამუხლარი არის გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს; დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი.
გალაქტიკა წარმოადგენს ელიფსური ფორმის ცენტრისგან, რომელიც გარშემორტყმულია გაზისა და კოსმიური მტვრის დისკით, ხოლო ვარსკვლავები ქმნიან ოთხ მკაფიო სპირალისებურ მკლავს. ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 30 ათასი პარსეკია (100 000სინათლის წელი) და მისი სისქე კი დაახლოებით 1000 სინათლის წელიწადია. გალაქტიკა შეიცავს სულ მცირე 200 მილიარდ ვარსკვლავს (თანამედროვე შეფასება მერყეობს 200-დან 400 მილიარდ ვარსკვლავამდე). 2009 წლის იანვარის მონაცემებით გალაქტიკის მასა არის მზის მასის 3×1012, ანუ 6×1042 კგ. მისი ძირითადი მასა მოდის არა ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისო არის, არამედ უჩინარი შავი მატერიის ჰალოზე.
ჯუჯა პლანეტები
ჯუჯა პლანეტა — საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გასაზღვრებით ციური სხეული მზის სისტემაში, რომელიც შემდეგ ოთხ მოთხოვნას აკმაყოფილებს:
- მოძრაობს მზის გარშემო;
- აქვს საკმარისი მასა საკუთარი გრავიტაციისთვის გარე პლანეტების მიზიდულობის ძალის დასაძლევად და ჰიდროსტატიური წონასწორობის (თითქმის სფერული) ფორმის მისაღებად;
- საკუთარ ორბიტაზე არ დომინირებს (არ ძალუძს გაწმინდოს სივრცე სხვა ობიექტებისგან);
- არ არის თანამგზავრი.
ტერმინი "ჯუჯა პლანეტა" მიღებული იქნა 2006 წელს, როგორც შემადგენელი ნაწილი მზის გარშემო მოძრავი სხეულები სამგვარი კლასიფიკაციის. სხეულები, რომლებსაც იმდენი ძალა შესწევთ, რომ მათ გარშემო სივრცე გაწმინდონ სხვა სხეულებისგან, პლანეტები ეწოდებათ, ხოლო ისინი, რომლებიც ზედმეტად მცირენი არიან ჰიდროსტატიური წონასწოტორბისთვის განსაზღვრულია, როგორც მზის სისტემის მცირე სხეულები.კატეგორია "ჯუჯა პლანეტა" არ არის პლანეტის ქვეკატეგორია, არამედ სრულიად ცალკე მდგომი კატეგორიაა. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯუჯა პლანეტა პლანეტა არ არის.
ვარსკვლავები
ობიექტი წარმოადგენს წყალბადის ატომის ბირთვების ერთობლიობას, მოძრავს საერთო გრავიტაციის ცენტრის მიმართ. წყალბადის გარდა, ვარსკვლავი თავისი არსებობის დასაწყისში, სხვა ნივთიერებასაც შეიცავს მცირე ოდენობით. ვარსკვლავის უდიდესი გრავიტაციული ძალა წარმოქმნის საკმარის წნევას იმისათვის, რომ წყალბადის ატომის ბირთვებს შორის დაიწყოს თერმობირთვული გარდაქმნა, ანუ დაიწყოს თერმობირთვული რეაქცია, წყალბადის ბირთვები შეერთდეს და წარმოქმნას ჰელიუმის ბირთვი.
- შენიშვნა: მასშტაბების წარმოსადგენად უნდა ითქვას, რომ ეს რეაქცია მიმდინარეობს წყალბადის ბომბის აფეთქების დროს წამის მეათასედის განმავლობაში, თანაც ფეთქდება 3-4 გრამი წყალბადი. ვარსკვლავში ეს რეაქცია მიმდინარეობს მილიარდი წლების განმავლობაში და მხოლოდ გრავიტაცია იკავებს ნივთიერებას ერთ ადგილას.
რეაქციის შედეგად წარმოიქმნება და გრანდიოზული მასშტაბებით გამოსხივდება ენერგია სხვადასხვა ფორმით. ეს არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ყველა დიაპაზონში, ასევე გამოსხივდება თითქმის ყველა სახისელემენტარული ნაწილაკი. ვარსკვლავები სამყაროში მატერიის არსებობის ერთერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მათი რაოდენობა მარტო ჩვენს გალაქტიკაში 400 მილიარდს აღემატება. ჩვენგან უახლოეს ვარსკვლავს წარმოადგენს „მზე“, ხოლო სხვა უახლოესი ვარსკვლავი ჩვენგან 4 სინათლის წლით არის დაშორებული. ჩვენგან ვარსკვლავებამდე არსებული დიდი მანძილის გამო, ისინი დედამიწიდან მოჩანან მანათობელ წერტილებად ღამის ცაზე.
ვარსკვლავები ერთმანეთისაგან მხოლოდ მასით განსხვავდებიან. ამასთან ისინი თავისი ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება იმყოფებოდნენ. გარეგნულად, ანუ დამკვირვებლისთვის ეს განსხვავება ნათებაში აისახება. პატარა ვარსკვლავები მოწითალოდ ანათებენ, ძალიან დიდები ცისფრად. მზე საშუალო მასის ვარსკვლავების კატრგორიას განეკუთვნება და მოყვითალო ნათება აქვს.
დედამიწის, სხვა პლანეტების, მზის და სხვა ვარსკვლავთა ზომების შედარება ნაჩვენებია სურათებზე.